„1500 ადამიანი უმუშევარი დარჩება“ - 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეზღუდული აქვს
BM.GE
11.11.22 21:22
• 624
GMP სტანდარტის ვერდაკმაყოფილების გამო, საქმიანობაშეჩერებული საწარმოების რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ინფორმაცია BMG-ს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ მიაწოდა. კითხვაზე - რა ბედი ელით იმ საწარმოებს, რომლებსაც საქმიანობა შეჩერებული აქვთ და ხომ არ იგეგმება GMP სტანდარტის კიდევ ერთხელ გადავადება, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სტანდარტის დაკმაყოფილება ყველას მოუწევს.