Home
Category
TV Live Menu
Loading data...

18-მეტრიანი ავტობუსები 259 მლნ ლარად - კონსოლიდირებული ტენდერი თბილისის მერიისთვის

BM.GE
16.05.23 23:33
143
კონსოლიდირებული ტენდერი მხოლოდ თბილისის მერიისთვის - თუ აქამდე ამ სახის ტენდერით ერთდროულად რამდენიმე ან ყველა სახელმწიფო უწყებისთვის საჭირო საქონლის ან მომსახურების შეძენა ხდებოდა, ახლა კონსოლიდირებული ტენდერით თბილისისთვის 18-მეტრიანი CNG გაზზე მომუშავე ავტობუსის შეძენა იგეგმება. სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება. წინადადებების წარსადგენად მიმწოდებელ კომპანიებს მხოლოდ 2 დღიანი ვადა ექნებათ. თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ბუნდოვანია ის გარემოება თუ რატომ გადაწყდა შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით გამოცხადება. კრიტიკის საგანი გახდა ის დროც, რა ვადებშიც შესყიდვით დაინტერესებულმა პირებმა შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი შეთავაზება უნდა წარუდგინონ. ამ მიმართულებით მომუშავე პირებს ეს გარემოებაც კითხვის ნიშნებს უჩენს. თუმცა კრიტიკას თბილისის მერი პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ კომპანიებთან კონსულტაციები უკვე ჩატარებულია და შესაბამისად, 2 დღეში თავიანთი წინადადების წარდგენა გამოწვევა არ იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day