Home
Category
TV Live Menu
Loading data...

18-მეტრიანი ავტობუსების ტენდერი - რა კითხვებს აჩენს კონსოლიდირებული შესყიდვა?

BM.GE
17.05.23 11:12
136
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 11 მაისს 160 ერთეული 18-მეტრიანი სი ენ ჯი ტიპის ავტობუსის შესაძენად გამოაცხადა ტენდერი. 

სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მილიონ 620 ათას ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259 მლნ 276 ათასი ლარი დაჯდება. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ტენდერი შემჭიდროებულ ვადებში ტარდება, ის 11 მაისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, ხოლო მასში წინადადებების შეტანა მხოლოდ ორი დღის - 18-19 მაისის პერიოდში იქნება შესაძლებელი. 

სურვილის შემთხვევაში კომპანიებს შეეძლებათ მერიისგან 40 მილიონი ლარის ავანსი მოითხოვონ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მერია ავტობუსებს კონსოლიდირებული ტენდერის გზით შეიძენს, კონტრაქტი ფასის დაკლების გარეშე გაფორმდება. რა კითხვებს აჩენს ერთი შემსყიდველისთვის კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება?

სტუმარი: ირაკლი აბესაძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი;

Subscribe to our news

Get the main news of the day