თბილისში ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორამციით, შემთხვევა ვაზისუბანში სავაჭრო ცენტრ “სმარტში“ მდებარე ბანკების ფილიალებში მოხდა.
ბანკებში 2 ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც ფული წაიღეს.
როგორც „ბიზნესკონტაქტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კონკრეტულად რომელი ბანკების დაყაჩაღება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ასახელებენ.