Home
Category
TV Live Menu

200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება

56d927c7af844
BM.GE
04.03.16 10:09
1440
200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება და ეს პროცესი გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკომიგრანტების, წლების განმავლობაში გადაუწყვეტელ საკითხზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას 145 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების დაკანონების შესახებ.

"ეს არის ამოცანები, რომელთა გარშემო ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day