სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის გულისხმობს პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარებას.
ბენეფიციარებს სრულად 100%-ით დაუფინანსდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით, ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარების ხარჯები. USAID/REAP ასევე სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ით თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო დარჩენილი 50%-ს გადახდა მოხდება ბენეფიციარების მიერ.
პროგრამის დეტალებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი რევაზ ასათიანი საუბრობს.
- ბატონო რევაზ, კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროგრამა?
- მემორანდუმი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოების სფეროში ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. დღევანდელი მემორანდუმით ჩვენ ტექნიკური დახმარების სფეროში მეორე ნაბიჯი გადავდგით. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ, 2015 წლის დეკემბერში ასევე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს REAP-ის პროექტსა და ჩვენს სააგენტოს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი პროდუქციის საწარმოების თანადაფინანსების სფეროში დახმარების კუთხით გაფორმდა მემორანდუმი.
- რა სახის სარგებელს მიირებენ ბენეფიციარები?
- გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 8 საწარმოსთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული ტექნიკური დახმარების სფეროში. აქედან 4 საწარმო ხილის გადამამუშავებელია, 3 თხილის 1 კი რძის გადამამუშავებელი. ეს პირველი ნაბიჯი იყო. დღევანდელი გაფორმებული მემორანდუმი ტექნიკური დახმარების განვითარებაში გადადგმული მეორე ნაბიჯია. ეს კი ამ შემთხვევაში GLOBAL GAP- სტანდარტის დანერგვას ნიშნავს, რაც სოფლის მეურნეობის გლობალური, კარგი სტანდარტის გადმოღებას და დანერგვას ითვალისწინებს იმ 234 ბენეფიციართან, რომელიც პროგრამაში “დანერგე მომავალი“ არის ჩართული.
ჩვენ უკვე სამომავლო, მესამე შესძლო სტანდარტზე გვაქვს კონსულტაციები, თუმცა აღნიშნულზე საუბარი დღეს ნაადრევად მეჩვენება. შესაძლოა არსებული ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდოს.