Home
Category
TV Live Menu

"2007 წლიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 433 ადამიანი გარდაიცვალა"

597acfa289143
დავით ჯალაღონია
28.07.17 09:44
750
პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტის ლარისა ლიპარტელიანის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად, მისმა ორგანიზაციამ გარდაცვალების 433 და დაშავების 733 დაითვალა.

„ჩვენი ორგანიზაციის წლევანდელი სტატისტიკის მიხედვით, 19 გარდაცვლილია, 17 - დაშავებული. უბედური შემთხვევები ძირითადად ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებში, ასევე მაღაროებში დაფიქსირდა. ზოგადად, მომართვიანობა ყველა სფეროდან გვაქვს, თუმცა მომატებული შემთხვევები მაინც მაღაროებიდან და სამშენებლო სექტორიდან არის“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ლარისა ლიპარტელიანმა.

მისივე ინფორმაციით, სასამართლოში ძირითადად დავები იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სარჩო დაენიშნოთ, ან საწარმოო ტრავმისა და დაზიანების შემთხვევაში, შესაბამის პირებს დამსაქმებელმა რეაბილიტაციის ხარჯები აუანაზღაუროს.

„ზოგადად, სასამართლოს დავების სტატისტიკა პოზიტიური გვაქვს, რადგან ძირითად შემთხვევებში დადებით შედეგებს ვაღწევთ, თუმცა ეს მაინც დროში გახანგრძლივებული პროცედურებია“, - აღნიშნა იურისტმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day