Home
Category
TV Live Menu

"2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე იქნება დარგული"

5981b3f7b26ac
BM.GE
02.08.17 15:10
811
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2014-2017 წლებში მოეწყო 149 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 440-ს. დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დარგული იქნება 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე.

ამასთან, როგორც ნარმანიან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შემუშავდა მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა. დოკუმენტზე 200-მდე სპეციალისტმა და საერთაშორისო კონსორციუმმა იმუშავა. ამჟამად, მომზადებული დოკუმენტაციის საჯაროდ განხილვა მიმდინარეობს.

"უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდა, გარემოვაჭრეებს კი ბაზრების და ბაზრობების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით გარკვეული დროით უფასოდ შევთავაზეთ ადგილები კომერციული საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგრძელების მიზნით. გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day