უნდა აღდგეს თუ არა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი - რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ფონზე ეს კითხვა სულ უფრო ხშირად ისმის. უძრავი ქონების ექსპერტები და იურისტები უკვე საუბრობენ რისკებზე და არის გარკვეული მაგალითებიც, როდესაც პირები ქირაობენ ბინას ან კომერციულ ფართს, შემდეგ არ იხდიან ქირის ფულს, მაგრამ არც უძრავ ქონებას ტოვებენ. კანონიერ მესაკუთრეს კი არ აქვს ბერკეტი, რომ კუთვნილი ქონება ოპერატიულად დაიბრუნოს.