Home
Category
TV Live Menu

2016 წელს 321 758 000 ლარის პრემია და დანამატი გაიცა

5937c60e9041a
თელარა გელანტია
07.06.17 13:20
1035
2016 წელს ჯამურად "პრემიისა" და "დანამატის" მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 321 მლნ 758 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს - 6.%-ით, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 11.2%-ით აჭარბებს.

ამის შესახებ "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი.

მისივე ინფორმაციით, მართალია, 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წელთან შედარებით 5.1%-ით (3,734 ათასი ლარით) შემცირდა, მაგრამ დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა 9.5%-ით (21,923 ათასი ლარით) გაიზარდა.

"ანალიზი გვიჩვენებს, რომ მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ამოქმედებამ, შეზღუდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა, თუმცა ამავე დროს, აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, ზრდის ტენდენციით ხასიათდება დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ზემოაღნიშნული დადგენილება ვერ უზრუნველყოფს საკითხის დარეგულირებას, შესაბამისად, მიზანშეწონილია, საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის საკითხის დარეგულირების მიზნით დროულად იქნეს ამოქმედებული განახლებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები", - წერია მოხსენებაში.


Subscribe to our news

Get the main news of the day