Home
Category
TV Live Menu

2016 წელს, ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა

592fcf2e15f16
ელენე გოგბერაშვილი
01.06.17 12:23
844
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორული შემოწმება ჩაატარა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, ხასიათდება მომატებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით. შესწავლილ იქნა ისეთი სექტორები, როგორებიცაა, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროები. სულ სამსახურმა ჩაატარა 71 აუდიტი, რამაც ჯამში მოიცვა 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი. ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის:

- შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ - 32 მილიონ 8 ათასი ლარი;

- საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 მილიონ 4 ათასი ლარი;

- აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი.

ხარვეზების გამოსასწორებლად გაიცა 189 რეკომენდაცია. ამ დროისათვის შესრულებულია რეკომენდაციების 47%. მაღალპრიორიტეტული რეკომენდაციების მაჩვენებელი დღეისათვის მხოლოდ 22%-ით განისაზღვრება. გასულ წელს რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 40%-ით განისაზღვრებოდა. მართალია, წინა წელთან შედარებით, ეს მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ შესრულების მაჩვენებელი არ არის მაღალი და მისი გაუმჯობესება საჭიროებს მეტ ძალისხმევას. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ აუდიტორული საქმიანობის სარგებელი გამოიხატება არა მარტო რეკომენდაციების გაცემაში, არამედ - მათ შესრულებაში.

2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა 27 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები.

აუდიტის სამსახურმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day