Home
Category
TV Live Menu

2016 წელს ჩინეთის მშპ-ს ზრდა 26 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი იყო

58833f35c521f
BM.GE
21.01.17 14:55
1008

2015 წელს დაანონსებული მშპ-ის ზრდის 6,9% მაჩვენებელის ნაცვლად, გასულ წელს ჩინეთმა მშპ-ის ზრდის 6,7%-იან მაჩვენებელს მიაღწია, - ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს "რია ნოვოსტი". 

"წინასწარი მონაცემებით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 2016 წელს 74,41 ტრილიონ იუანს (დაახლოებით $ 10,84 ტრილიონი) მიაღწია, რაც 2015 წელთან შედარებით 6,7%-ით მეტია. კერძოდ, მშპ-ის წლიურმა ზრდამ პირველ კვარტალში 6,7% შეადგინა, მეორე კვარტალში კვლავ 6,7% აჩვენა, მესამე კვარტალშიც ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა და უკვე მეოთხე კვარტალში მშპ-მ 6,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა"- ნათქვამია ჩინეთის სახელწმიფო სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 26 წლის მანძილზე ყველაზე ცუდია, იგი ხელისუფლების ოფიციალურ პროგნოზებს შეესაბამება.

Subscribe to our news

Get the main news of the day