Galt & Taggart-ის ცნობით, 2016 წელს ექსპლუატაციაში შესული ჰესების (164.9 მეგავატი) ჯამური გენერაცია 2017 წლის ჰიდრო გენერაციის დაახლოებით 5.7%-ს შეადგენს.
დერეგულირებული ჰესების გამომუშავება უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა დეკემბრის თვეში (+27.5% წ/წ). ზრდის უდიდესი წილი მოდის 108 მგვტ-იან დარიალჰესის გამომუშავებაზე, რომელმაც ნოემბრის თვიდან მოყოლებული 22,1 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო 2017 წელს დაგეგმილი გამომუშავება 464,5 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.
2016 წელს ექსპლუატაციაში შესულ სადგურებს შორისაა დებედაჰესი (3,0 მგვტ.), შაქშაჰეთიჰესი (1,5 მგვტ.), მაქსანიაჰესი (0,5 მგვტ.) და საგურამოჰესი (4,4 მგვტ.).
ხელვაჩაურიჰესი (47,5 მგვტ.) ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და გენერაციის ლიცენზიას 2017 წელს აიღებს. თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ აშენებული ხელვაჩაურიჰესი არის კასკადის პირველი დასრულებული სადგური, რომელიც კირნათიჰესთან და ხელვაჩაური 2 ჰესთან ერთად (მათი მშენებლობა უახლოეს წლებში დასრულდება) ქსელს წლიურად დაახლოებით 512,7 მლნ კვტ.სთ. ენერგიას მიაწოდებს.