2016 წელს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით 1995-მა სამუშაოს მაძიებელმა ისარგებლა.
2016 წელს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 014 000 ლარი გამოიყო. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ,,საქმის კურსისთვის’’ მოწოდებული ინფორმაციით, პროგრამამ თბილისი და 18 მუნიციპალური ერთეული მოიცვა, ასევე 68 მოთხოვნადი პროფესია და 38 პროფესიული სასწავლებელი. სააგენტოს ცნობით, პროგრამით ფარგლებში ვაუჩერი გაიცა 2125 სამუშაოს მაძიებელზე, ხოლო პროგრამით ისარგებლა 1995 სამუშაოს მაძიებელმა. მათ შორის 83 არის შშმ პირი, 252 სოციალურად დაუცველი, 156 დევნილი, 11 ყოფილი პატიმარი და 6 პრობაციონერი.
პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 014 000 ლარი. პროგრამა მოიცავს თბილისის 20 მუნიციპალურ ერთეულს და ჩატარდება 2 ეტაპად.