Home
Category
TV Live Menu

2016 წელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშების გაყიდვა 11%-ით შემცირდა

58d28dbe77eb8
BM.GE
22.03.17 18:43
1047
ანტიკვარიატის და ხელოვნების ნიმუშების გლობალური გაყიდვები 2016 წელს 11%-ით შემცირდა და $56.6 მილიარდი შეადგინა, - აღნიშნულის შესახებ UBS ბანკისა და კომპანია Art Economics-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ხელოვნების ფესტივალის Art Basel დაკვეთით ჩატარდა.

გასულ წელს სექტორში სულ 36.1 მილიონი გარიგება შედგა, რაც წინა - 2015 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლები იყო. ამასთან, კერძო გარიგებების წილი, რომლებსაც არტ-დილერები უწევენ ორგანიზებას 57%-მდე გაიზარდა და გარიგებების მხოლოდ 43% ხორციელდება საჯარო აუქციონებზე. მსოფლიოში ხელოვნების უდიდეს ბაზრებად დარჩნენ ამერიკის შეერთებული შტატები (მსოფლიო გაყიდვების 40%), დიდი ბრიტანეთი (21%) და ჩინეთი (20%).

აუქციონებზე განსაკუთრებით ღირებული ნივთების გაყიდვები, რომელთა ფასი $1 მილიონს აღემატება, გასულ წელს 34%-ით დაეცა, ხოლო $1 მილიონზე დაბალი ფასის ხელოვნების ნიმუშების გაყიდვების მოცულობა 22%-ით შემცირდა.






Subscribe to our news

Get the main news of the day