Home
Category
TV Live Menu

2016 წელს რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

5887598456e10
BM.GE
24.01.17 17:14
941
გასულ წელს რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა, - ჩინეთის მთავარი საბაჟოს ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს Reuters.

"2016 წელს ჩინეთში რუსეთიდან ნავთობის მიწოდება წლიური თვალსაზრისით, თითქმის 25% -ით, დღეში 1.05 მილიონ ბარელამდე გაიზარდა",- ნათქვამია ანგარიშში.

როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, ჩინეთში ნავთობის ექსპორტის სიდიდით მეორე ადგილზე საუდის არაბეთია. აღნიშნული ქვეყნიდან ჩინეთში ნავთობის ექსპორტმა დღეში 1.02 მილიონი ბარელი შერადგინა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთში ნავთობის მიწოდრბის თვალსაზრისით, ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day