Home
Category
TV Live Menu

2016 წელს რუსეთი მსოფლიოში ნავთობის მომპოვებელი ლიდერი ქვეყანა იყო

58ad59692fe69
BM.GE
22.02.17 13:19
1068
რუსეთი, მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით 2016 წლის ლიდერია, მან საუდის არაბეთსაც გადაუსწრო, - აღნიშნულის შესახებ „ნავთობის სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს Bloomberg.

გასული წლის დეკემბერში რუსეთმა ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 29 000 ბარელით 10,49 მილიონ ბარელამდე შეამცირა. საუდის არაბეთმა კი ნავთობის მოპოვება დღეში 26 ათასი ბარელით 10,46 მლნ ბარელამდე შეამცირა.

ნავთობმოპოვების თვალსაზრისით, მსოფლიოს მასშტაბით მესამე პოზიციაზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ნავთობის საშუალო დღიური მოპოვების მოცულობა 8,8 მილიონი ბარელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day