Home
Category
TV Live Menu

2016 წელს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ტურისტების რაოდენობა 4-ჯერ შემცირდა

5896f3b1b5ad7
BM.GE
05.02.17 14:15
983
რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციის ცნობით, 2016 წლის მონაცემებით, რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ტურისტების რაოდენობა 4,2-ჯერ შემცირდა და 866 000 ადამიანი შეადგინა. 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 3,65 მილიონი ადამიანი შეადგინა.

"თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს საგარეო ტურისტების ნაკადი ქვეყანაში 30%-ით 25,3 მილიონ ადამიანამდე შემცირდა. აღნიშნული შემცირების ძირითად მიზეზებად სამინისტრო ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს ასახელებს"- აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შემცირების შედეგად, თურქეთის შემოსავლები ტურისტული ინდუსტრიიდან 2015 წელთან შედარებით 29,7%-ით დაეცა. 2016 წელს თურქეთის ტურისტულმა სექტორმა ქვეყნის ბიუჯეტი 22,1 მილიარდი აშშ დოლარით შეავსო.

Subscribe to our news

Get the main news of the day