2016 წელს შპს "საქაერონავიგაცია" 128 126 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 6 %-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. გაიზარდა, საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი (24 480), ასევე სატრანზიტო რეისების (97 691) რაოდენობაც.
"საქაერონავიგაცია" საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი.