Home
Category
TV Live Menu

2016 წელს სებ-მა სავალუტო ჯიხურები, მისო-ები და გზავნილის განმახორციელებელი პირები 1,3 მლნ ლარით დააჯარიმა

59075ab3ec27a
BM.GE
01.05.17 19:55
815
2016 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა 111 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და 9 გზავნილის განმახორციელებელი პირის ადგილზე ინსპექტირება. მათზე დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 1.3 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 70 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა.

"ზედამხედველობის შედეგები ცხადყოფს, რომ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებში კვალიფიკაციური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ნაკლებობა განაპირობებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არასათანადო აღქმას და, შესაბამისად, შიდა კონტროლის სისტემის ნაკლებ ეფექტიანობას", - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.

Subscribe to our news

Get the main news of the day