რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციის ცნობით, 2016 წლის მონაცემებით, რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ტურისტების რაოდენობა 4,2-ჯერ შემცირდა და 866 000 ადამიანი შეადგინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 3,65 მილიონი ადამიანი იყო.
"თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ტურისტების ნაკადი ქვეყანაში 30%-ით 25,3 მილიონ ადამიანამდე შემცირდა. აღნიშნული შემცირების ძირითად მიზეზებად სამინისტრო ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს ასახელებს“- აღნიშნულია ანგარიშში.
აღნიშნული შემცირების შედეგად, თურქეთის შემოსავლები ტურისტული ინდუსტრიიდან 2015 წელთან შედარებით 29,7%-ით დაეცა. 2016 წელს თურქეთის ტურისტულმა სექტორმა ქვეყნის ბიუჯეტი 22,1 მილიარდი აშშ დოლარით შეავსო.