2016 წლის მეოთხე კვარტალში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 7.5%-ით გაუფასურდა და საშუალოდ 2.5 შეადგინა. ლარი, აგრეთვე, გაუფასურდა ევროსთან (3.8%), აზერბაიჯანულ მანათთან (1.5%), უკრაინულ ჰრივნასთან (5.2%) და რუსულ რუბლთან მიმართებაშიც (10.2%). ეროვნული ბანკის მონაცემებით, თურქული ლირის მიმართ კი ეროვნული ვალუტა 3%-ით გამყარდა. შედეგად, 2016 წლის მეოთხე კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.9%-ით გაუფასურდა, ხოლო წლიურად 5.4%-ით გამყარდა.
რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2016 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 3.2%-ით გაუფასურდა, ხოლო წლიურად 0.7%-ით გამყარდა.