Home
Category
TV Live Menu

2017-2018 წელს სახელმწიფო უწყებებს ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას "მაგთი" და "ჯეოსელი" გაუწევენ

58db74b23e52e
BM.GE
29.03.17 13:10
1041
ხელმეორედ ჩატარებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულები კომპანიები "მაგთი" და "ჯეოსელი" არიან, შესაბამისად, 2017-2018 წლის განმავლობაში ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას სახელმწიფო უწყებებს სწორედ ეს კომპანიები მიაწვდიან.

მომსახურების მიწოდება განხორციელდება 2017 წლის 1-ლი აპრილიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

შემსყიდველ ორგანიზაციებში დასაქმებულ (თანამშრომლები) აბონენტთა საორიენტაციო რაოდენობაა 260 000.
 
სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყო 2017 წლის 21 მარტს და დამთავრდა 2017 წლის 22 მარტს.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე კონსოლიდირებული ტენდერი გასული წლის ბოლოსაც ჩატარდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ „ბილაინმა“ მიიღო. თუმცა, შესყიდვების სააგენტომ კომპანია ტენდერიდან მოხსნა და განაცხადა, რომ "ბილაინი" სატენდერო დოკუმენტაციას არ აკმაყოფილებდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ბილაინი“ არ დაეთანხმა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

Subscribe to our news

Get the main news of the day