საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის დღეს ბიზნესთან უფრო მოსასმენად არის მოსული, ვიდრე სასაუბროდ. ასე გახსნა პრემიერმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრა.
"მთლიანობაში მაკროეკონომიკური პარამატრებით 2017 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიხურა. დაგეგმილზე მაღალი პარამეტრები იყო. როგორც მშპ-ის ზრდის მაჩვენებლებით, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის, ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე სუვერენული ბალანსი ძალიან გაჯანსაღდა. თავისუფალი ბიუჯეტის ინდექსში ხუთეულში შევედით. ეს ყველასთვის მოსალოცია, რადგან 100-ზე მეტი ქვეყნის შედარება ხდება"-განაცხადა პრემიერმა.
მანვე წარუდგინა ბიზნესს ახალი ბიზნესომბუდსმენი და მოუწოდა კერძო სექტორს, მაქსიმალურად გილწრფელები იყვნენ ირაკლი ლექვინაძესთან ურთიერთობაში.