Home
Category
TV Live Menu

2017 წელს ეკონომიკა 4 8%- ით გაიზარდა

BM.GE
30.01.18 16:47
1033
დეკემბერში ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდამაც შეადგინა 4.7%. 2017 წელს კი საქართველოს ეკონომიკა, წინასწარი შეფასებით, 4,8 პროცენტით არის გაზრდილი. გასულ წელს ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო.

საქართველოში 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა იბიარდიც. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.

Subscribe to our news

Get the main news of the day