Home
Category
TV Live Menu

2017 წელს Facebook და Google რეკლამიდან $106 მილიარდს გამოიმუშავებენ

58d28b8ae0bf6
BM.GE
22.03.17 18:33
1050
Facebook და Google ციფრულ სარეკლამო ბაზარზე დომინირებას განაგრძობენ.

ანალიტიკური კომპანია eMarketer-ის პროგნოზით, კორპორაცია Google-ის შემოსავალი რეკლამიდან 2017 წელს 72,69 აშშ მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანია Facebook-ის მსგავსი შემოსავალი 33,76 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. მიმდინარე წელს ბაზარზე კომპანების წილი კი 46.4% შეადგენს.

"წელს კომპანიები Facebook და Google ციფრული სარეკლამო სფეროს ლიდერები კიდევ ერთხელ გახდებიან და მსოფლიო ნავაჭრის თითქმის ნახევარს მიიღებენ", - აღნიშნავს eMarketer-ის მთავარი ანალიტიკოსი შილენ შამი.

2017 წელს ციფრულ რეკლამაზე ხარჯი 17,4%-ით გაიზრდება და 583,91 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასევე აღსანიშნავია, რომ Snap-იც მიიღებს ბაზრიდან სოლიდურ წილს, თუმცა ტექნოლოგიურ გიგანტებს კონკურენციას ვერ გაუწევს. მოსალოდნელია, რომ რეკლამიდან კომპანიის მოგება 163,3%-ით გაიზრდება და 900 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ხოლო კომპანიების Baidu, Alibaba და Tencent საერთო წლიური შემოსავალი რეკლამიდან 35,82 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day