Home
Category
TV Live Menu

2017 წელს საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა

59a90cc898051
BM.GE
01.09.17 11:28
1244
2017 წელს ხორბლისა და ქერის ნათესი ფართობები შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო კულტურები წელს 51 ათასი ჰა ფართობზე დაითესა. შარშან კი ეს მაჩვენებელი 60 ათასი ჰა იყო.

შემცირებულია საგაზაფხულო კულუტურების ნათესი ფართობებიც. შარშან საგაზაფხულო კულტურები სულ 179,5 ათას ჰექტარზე იყო დათესილი, წელს კი ეს მაჩვენებელი 164 ათასი ჰექტარი იყო.

შემცირებულია როგორც მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები), ასევე სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ნათესი ფართობებიც.

Subscribe to our news

Get the main news of the day