Home
Category
TV Live Menu

2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი პროგრამების განხორციელებას გეგმავს

57f513a6e9492
BM.GE
05.10.16 18:50
1428
2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი პროგრამების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა და განმარტა, რომ კონკრეტული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის დაზუსტების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ეს ბიუჯეტის მხოლოდ პირველი ვარიანტია. დეკემბრისთვის სრულყოფილი პროექტი გვექნება. სოფლის მეურნეობის ნაწილში ბიუჯეტის გაზრდაზე საუბარი არ არის. არის რამდენიმე პროგრამა, რომელიც დაანონსებული იყო, რომ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არის ასევე ახალი პროგრამები, რომელიც ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებული და ასახული იქნება. ბიუჯეტი სრულად დააკმაყოფილებს იმ გამოწვევებს, რაც 2017 წელს გვექნება", - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ამ ეტაპზე არსებული პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წლისას 57 მილიონი ლარით ჩამორჩება და 238 მილიონ 140 ათას ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day