2017 წელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქვეყნის მასშტაბით 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება. კომპანიის სამომავლო გეგმებზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი კობერიძე საუბრობს.
-ბატონო გიორგი, პირველ რიგში, მნიშვნელოვან მიმდინარე პროექტებზე რას გვეტყოდით, რომლებიც 2016 წელს დასრულდება?
-ჩვენი კომპანიის საქმიანობა ორ ძირითად ნაწილად მინდა გავყო. ერთი არსებული ინმფრასტრუქტურის ექსპლოატაცია-ოპერირებაა და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება - ახალი პორექტების განხორციელებაა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წელს კომპოანიამ 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით და ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით.
- რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი პრობლემა?
- ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ პროექტებს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები განსაზღვრულია. ზოგადად პრობლემები დღემდე ყველა რეგიონში არსებობს. ჩვენ მიმდინარე წელს ძირითადად სამეგრელოს რეგიონში განვახორციელეთ პროექტები, ასევე ქუთაისშიც მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და სხვადასხვა რეგიონების ქალაქებსა და დაბებშიც ვმუშაობთ.
-რა პროექტებია 2017 წლისთვის დაგეგმილი?
- 2012 წელს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 18 მილიონი ლარი დაიხარჯა და ყოველი მომდევნო წელი მზარდია. 2017 წელი განსაკუთრებული წელი იქნება, რადგან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის და მასშტაბური პროექტები განხორციელდება. შესაბამისად, ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს 180 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პორექტების განხორციელება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით.
-არის თუ არა პრიორიტეტში მაგალითად, საკურორტო ზონები?
-ჩვენ საკურორტო ზონებში არა ერთი მნიშვნელოვანი პორექტი განვახორციელეთ. დღეის მდგომარეობითაც დაბა გუდაურში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო -სამშენებლო სამუშაოერბი მიმდინარეობს. ასევე ანაკლიაშიც აქტიური სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. ჩვენ მიმდინარე პროექტები მესტიაში, გრიგოლეთსა და ურეკში გვაქვს დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ მასშტაბურ პროქტს ახორციელებს ჩვენი კომპანია, რომელიც შემდეგი წლის ბოლოს დასრულდება და ურეკს და გრიგოლეთს 24 საათიანი ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა ექნება. ჩვენ ასევე გუდაურში წყალმომარაგების მეორე ფაზის სამუშაოების დაწყებას ვგეგმავთ, იგივე ბაკურიანის მიმართულებით მიტარბის, დიდვალის მხარეში იქნება სამშენებლო სამუსაოები განხორციელებული. ბახმაროშიც საპროექტო სამუშაოიების დაწყებას ვგეგმავთ, რასაც შესაბამისად შემდეგ სამშენებლო სამუშაოები მოყვება.
-სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი თუ შედის თქვენი კომპანიის მოვალეობებში?
-სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ჩვენი კომპანიის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რისთვისაც კომპანიის მასშტაბით ყოველდღიურად ქიმური ანალიზები სინჯების აღებით ხორციელდება, ხოლო ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ჩვენ თვეში ერთხელ სინჯების ქიმურ-ბიოლოგიურ სრულ სპექტრს ვატარებთ. სტატისტიკისთის გეტყვით, რომ წლის განმავლობაში 46 000-ზე მეტი სინჯი იღება.
-2017 წელს სულ რა ბიუჯეტია თქვენთვის გამოყოფილი?
-ჩვენ დღეის მდგომარეობით 700 000 000 ლარამდე ღირებულების 50-მდე მიმდინარე პორექტი გვაქვს. შემდეგ წელს რაც შეეხება, ჩვენ ახალ 15 პროექტს დავიწყებთ და შესაბამისად აღნიშნული 15 პროექტის ჯამური ღირებულება 180 მილიონ ლარს შეადგენს.