Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა გასული წლის საუკეთესო წიგნების ტრადიციულ ჩამონათვალი გამოაქვეყნა. როგორც გეითსი აცხადებს, ამ წიგნებმა მასში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვიეს. აღნიშნულ სიაში არა მხოლოდ ეკონომიკასა და ფინანსებზე შევიდა წიგნები, არამედ გლობალური პრობლემების მომცველი ლიტერატურაც.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ორი ვიეტნამელი ავტორის რომანი და ტრანსვესტიტის ავტობიოგრაფია შევიდა. გეითსის მოწონება დაიმსახურა ვიეტნამელი ავტორების რომანებმა The Best We Could Do, by Thi Bui ("საუკეთესო, რისი გაკეთებაც შევძელით“) და The Sympathizer (’’თანამგრძნობელი“).
წარმოგიდგენთ მილიარდერის მიერ რეკომენდირებულ 2017 წლის 5 საუკეთესო წიგნს:
1. ტი ბუის The Best We Could Do ("საუკეთესო, რისი გაკეთებაც შევძელით“)
2. მეთიუ დესმონდის Evicted: Poverty and Profit in the American City ("გამოსახლება: სიღარიბე და კეთილდღეობა ამერიკულ ქალაქში")
3. ედი იზარდის Believe Me: A Memoir of Love, Death, and Jazz Chickens ("დამიჯერე: მემუარები სიყვარულზე, სიკვდილსა და ჯაზის ქათმებზე")
4.ვიეტა ტან ნგუენის The Sympathizer ("თანაგრძნობის გამომხატველი“)
5. ვაცლავ სმილის Energy and Civilization: A History ("ენერგია და ცივილიზაცია: ისტორია")
როგორც ბიზნესმენი წერს, წიგნები ადამიანებისთვის საინტერესო ახალი თემების შესწავლის საუკეთესო საშუალებაა.