Home
Category
TV Live Menu

2017 წლის მეოთხე კვარტალში ლარის კურსი დოლარის მიმართ 7.1%-ით გაუფასურდა

5a7d4dc3a6131
BM.GE
09.02.18 11:28
857
2017 წლის მეოთხე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლარის მიმართ 7.1%-ით, ხოლო ევროსთან 7.4%-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 8.0%-ით გაუფასურდა რუსულ რუბლთან, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებაში 1.0%-ით გამყარდა.

ამავე პერიოდში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 5%-ით, ხოლო წლიურად კი 3.9%-ით გაუფასურდა. 2017 წლის მეოთხე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.4%-ით, ხოლო წლიურად კი 3.0%-ით გაუფასურდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day