მიმდინარე წლის პირველ ორ კვირაში მარკ ცუკერბერგის ქონება კიდევ 5 მილირდი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც Forbes-ის რეიტინგის მილიარდერთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან ზრდაა, -აღნიშნავს MarketWatch.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით ის ზარალი ანაზღაურდა, რომელიც Facebook-ის დამფუძნებელმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ განიცადა.
ამჟამად ცუკერბერგის ქონება 53.8 მილიარდი აშშ დოლარია. Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 2016 წლის რეიტინგში ცუკერბერგი მეხუთე პოზიციაზეა.