Home
Category
TV Live Menu

"2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოდიფიკაცია საარჩევნო პროგრამის მიხედვით მოხდება"

57ab297b83fef
თელარა გელანტია
10.08.16 17:10
1261
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოდიფიკაცია საარჩევნო პროგრამის მიხედვით მოხდება". როგორც ხადურმა „ბიზნესონტრაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის "ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ქვეყნის მთავარი ფინანსისტი აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების განხილვებში საზოგადოების ჩართულობა მაღალია. შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მთავრობამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს 30 სექტემბერს უნდა წარუდგინოს.

"2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტში სექტემბრის ბოლოს შევა, ეფუძნება იმ პროგრამას, რომელიც ახლა აქვს საქართველოს მთავარობას. დარწმუნებული ვარ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში, რომელსაც "ქართული ოცნება“ ჰქვია, ამიტომ შემდეგ როცა გავიმარჯვებთ, საარჩევნო პროგრამის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის მოდიფიკაცია", - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობა მაღალია.

Subscribe to our news

Get the main news of the day