Home
Category
TV Live Menu

"2017 წლისთვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდილი მოცულობა დასაბუთებას საჭიროებს"

58070c788410f
დავით ჯალაღონია
19.10.16 09:59
1221
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს დამატებითი განმარტებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტზე აუდიტის სამსახურის დასკვნაშია საუბარი.

"საყურადღებოა, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული შემოსულობების ზრდის ტემპებს. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ მომავალი წლის ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპის პროგნოზირებულ მაჩვენებელსა და იმ გარემოებას, რომ საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, 2016 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის გარკვეული სახეობებიდან მიღებული შემოსულობები სრულად მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2017 წლისათვის დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს", - ნათქვამია დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, საშემოსავლო გადასახადის გეგმური მაჩვენებელი 353 მლნ ლარით (16.9%-ით) იზრდება და 2 მილიარდ 439 მილიონი ლარის დონეზეა პროგნოზირებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day