Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2020: ავიაკომპანიები გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით

BM.GE
25.01.21 11:33
441
1-ელი თებერვლიდან საქართველო რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის და ამიერიდან თავად ავიაბიზნესი განსაზღვრავს როგორ და რა სიხშირეებით დაიწყებენ ოპერირებას. მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთან ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველია. "ასევე ვმსჯელობთ, როგორ შევამსუბუქოთ უცხო ქვეყნიდან ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელი ვიზიტორების დაწესებული რეჟიმი”, განაცხადა თურნავამ. პარალელურად ირკვევა, რომ საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ Wizz Air-ია. “ლოუქოსტერმა” წელსაც მოახერხა ამ სტატუსის შენარჩუნება. საინტერესოა როგორ გამოიყურება საქართველოს ავიასექტორის გადანაწილება პროცენტულად ავიაკომპანიების მხრივ 2020 წელს.

Subscribe to our news

Get the main news of the day