2020 წლის განმავლობაში საქართველოდან სულ $3.34 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. საქსტატის თანახმად, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ექსპორტმა $456 მილიონი დოლარით ანუ 12%-ით იკლო. წლიური ანგარიშის თანახმად, თითქმის განახევრებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი, სადაც ვარდნა $329 მილიონ დოლარს აღწევს. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 10 უმსხვილესი დასახელების საქონლიდან 5-ის ექსპორტის მოცულობა შემცირებულია.