მათი ინფორმაციით, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 1 157,2 აშშ დოლარს შეადგენს. 2017 წელს სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში არანაკლებ 161 177 050 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
რაც შეეხება გასული წლის 9 თვის მონაცემებს, უწყებაში აცხადებენ, რომ 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 23% იყო. კერძოდ, 2016 წლის 9 თვეში აჭარაში 320.2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2015 წლის 9 თვეში კი - 259,9 მლნ აშშ დოლარის. ყველაზე პოპულარული მიმართულება კვლავ ენერგეტიკაა, რომელსაც ინვესტიციების 47%-ზე მეტი უკავია, შემდეგ მოდის ტურიზმის სექტორი - 31%-ით და მშენებლობა 18%-ით.