Home
Category
TV Live Menu

2020 წლამდე საქართველოში 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 1000 კილომეტრამდე გზა დაიგება

57dba55816330
BM.GE
16.09.16 11:53
1016
2020 წლამდე საქართველოში 1 000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის, იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.

პრემიერის თქმით, სივრცითი მოწყობის პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.

მისი თქმით, სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day