2020 წლისთვის საქართველოს DCFTA-თ გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების 60% მიღებული ექნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში განაცახადა.
მისი ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ძალაში შევიდა, საქართველოს სულ 40 სამართლებრივი აქტი, რეგულაცია აქვს მიღებული.
ევროკავშრთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით DCFTA-ს ნაწილში ქვეყანამ სულ 335 სამართლებრივი აქტი/რეგულაცია უნდა მიიღოს.
„რაც ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობა, დღემდე სულ 40 სამართლებრივი აქტი გვაქვს მიღებული ანუ ყველა ვალდებულება, რაც აქამდე გვქონდა, შესრულებულია. 2020 წლისთვის გქვენება 202 სამართლებრივი აქტი მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ DCFTA-ს ნაწილში რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული, 60% უკვე შესრულებული იქნება. საერთო ჯამში 335 სამართლებრივი აქტია მისაღები 2027 წლამდე“,- აღნიშნა გენადი არველაძემ.