2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობამ 1 მლნ 563 200 შეადგინა, საიდანაც 1 333 000 მსუბუქი ავტომობილია. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით, ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია 27.3%-ით.
მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს მთლიანი რეგისტრირებული ავტომობილებიდან 33.9% თბილისშია რეგისტრირებული, რაც რაოდენობრივად 529 ათასია. 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 18%-ით არის გაზრდილი ( 448 ათასიდან 529 ათასამდე), ბოლო 1წელში ზრდა 5%-ია. 2022 წელს 2021-თან შედარებით ავტოპარკის რაოდენობა თბილისში 73 ათასით გაიზარდა.
2022 წელს მთლიანი რეგისტრირებული ავტომობილების 82.9% - 11 ან მეტი წლის წინ არის გამოშვებული, თუმცა 2017 წელთან შედარებით მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესებას აჩვენებს, 2017-ში ეს მაჩვენებელი 88.9% იყო.
ავტოპარკის გაახალგაზრდავება გამოიწვია 5-დან 10-წლამდე წარმოების ავტომობილების ოდენობის ზრდამ. 2022 წლის მდგომარეობით 5-10 წლამდე ავტომობილების ოდენობა მთლიანი ავტოპარკის 12.8% ია, 2017 წელს კი მხოლოდ 8% შეადგენდა.
საცობების რა წილი მოდის მსუბუქი ავტომობილებზე და როგორი უნდა იყოს ქალაქების მიდგომა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით?
სტუმარი: მევლუდ მელაძე - "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტი;