Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2023 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის - რა იცვლება ახალი ტყის კოდექსით?

BM.GE
19.10.22 11:50
114
2023 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ საქმიან ეზოებში მოუწევს. აღნიშნულს ტყითსარგებლობის წესი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ გასულ წელს მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებებით საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე ე.წ საქმიან ეზოებში, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. აღნიშნული წესი შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალი ტყის კოდექსის პრინციპებთან, რომელმაც ტყის მართვასთან დაკავშირებით არაერთი სიახლე შემოგვთავაზა. მათ შორის საინვესტიციო წინადადების შემთხვევაში რა მიზნით შეიძლება ტყეს სტატუსი შეუწყდეს.

სტუმარი: დავით დამენია - "ეროვნული სატყეო სააგენტოს" იურიდიული სამსახურის უფროსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day