Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2023 წლის ბიუჯეტი - როგორ ანაწილებს მთავრობა გადამხდელების ფულს?

BM.GE
06.10.22 16:54
166
24 მილიარდ 300 მილიონი ლარი - სწორედ ამ თანხის დახარჯვას გეგმავს მომავალ წელს მთავრობა, რომელმაც 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს უკვე წარადგინა. ბიუჯეტი 5%-იანი ზრდის და ასევე 5%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით დაიგეგმა. მომავალ წელს მთავრობა 18,5 მლრდ ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს, რაც 1.6 მილიარდით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე... მცირე მთავრობის თემა, რაზეც ადრე საუბრები მაინც იყო, დღეს აქტუალური არ არის... არც მომავალ წელს იგეგმება ბიუროკრატიის შემცირებისკენ ნაბიჯების გადადგმა - მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მომდევნო წელს 112,852 იქნება. შრომის ანაზღაურებისთვის კი, 2.2 მლრდ ლარი დაიხარჯება, 378 მილიონით მეტი 2022 წლის გეგმასთან შედარებით. 

რამდენად პასუხობს ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს და მოგვიტანს თუ არა თანხების ამგვარი განაწილება ინკლუზიურ ზრდას?

სტუმარი: მიხეილ კუკავა - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი;


Subscribe to our news

Get the main news of the day