2024 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო ნებართვისთვის გამწვანების კომპონენტი სავალდებულო გახდება. კანონპროექტი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, იქამდე კი მუნიციპალიტეტებმა უნდა დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე, მწვანე ნარგავების გაშენების, ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება.
სტუმარი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;