Home
Category
TV Live Menu

2030 წლისთვის ქარის ენერგია ევროპის მოთხოვნის 30%-ს დააკმაყოფილებს

59d387ebf1998
BM.GE
03.10.17 16:50
1088
ქარის ელექტროსადგურების უმრავლესობა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში იქნება კონცენტრირებული. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გარდა ესტონეთისა, მათ რიგს არ განეკუთვნება, - აღნიშნულის შესახებ წერს Clean Technica.

ევროპული ქარის ენერგიის ასოციაციამ თავის ორ ანგარიშში "პროგნოზი 2020-მდე" და "სცენარები 2030 წლამდე“ გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის ქარის ენერგია ევროპის მოთხოვნის 30%-ს დააკმაყოფილებს.

ანგარიში მოვლენების გასავითარებლად სამ შესაძლო სცენარს განიხილავს. ევროპული ქარის ენრგიის ასოციაციის განცახდებით, ევროკავშირი თავის დასახულ მიზანს მიაღწევს: 2030 წლისთვის ენერგორესურსების 27% განახლებადი იქნება. ასეთ შემთხვევაში ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრე 323 გეგავატს მიაღწევს. 2030 წლისთვის პროექტში 239 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებენ, რაც 569 ათას ადამიანს დაასაქმებს.


Subscribe to our news

Get the main news of the day