Home
Category
TV Live Menu

21st Century Fox კომპანია Sky-ს 23 მილიარდ დოლარად შეიძენს

584bd85e7f8d9
BM.GE
10.12.16 14:24
1254
21st Century Fox კომპანია Sky-ს 23 მილიარდ დოლარად შეიძენს. მედია ჯგუფი თითო აქციაში 13$-ს გადაიხდის და კომპანიის 60%-ს შეიძენს, რომელსაც აქამდე არ ფლობდა, შედეგად ის Sky-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდება.

გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ ლონდონში Sky-ს აქციების ფასი 31%-ით გაიზარდა.

Sky -ს მხოლოდ ევროპის ბაზარზე 22 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. გარიგება სავარაუდოდ ბრიტანეთის რეგულატორისგან დამტკიცებას საჭიროებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day