გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების ამოქმედებიდან, 02.06.2016 -21.09.2016 პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, 24,546 გადასახადის გადამხდელს უკვე ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1,013,179,986-00 ლარი, მათ შორის:
ა) ნაწილით - 24,318 გადამხდელს 1,012,477,408-80 ლარი,
ბ) ნაწილით - 218 გადამხდელს 697,885-80 ლარი,
გ) ნაწილით - 10 გადამხდელს 4, 691-40 ლარი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.
ჩამოწერის პროცესი გრძელდება.