26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები
თბილისი:
• 11:10 საათზე - გმირთა მოედანზე, დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე;
• 12:00 საათზე - თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება;
• 13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ „დროის ამბავის“ ფარგლებში, ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
• 14:00 საათზე - პირველი რესპუბლიკის ბაღში ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ წინასწარი შეთანხმება გაფორმდება; დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები;
• 20:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება.
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება, მათ შორის:
• 11:00 - 21:00 - ყვავილების ფესტივალი
• 13:00 - 13:40 / 16:00 - 16:40 / 19:00 - 19:40 - მოძრაობის თეატრის პერფორმანსი
• 12:00 - 12:40 / 15:00 - 15:40 / 18:00 - 18:40 - პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები
• 12:00 – 17:00 რუსთაველის თეატრი - ისტორიული ექსპონატების გამოფენა
• 14:00 - 14:30 - ქუჩის თეატრის პერფორმანსი
• 13:00 - 14:00 - ბასტი - ბუბუს კონცერტი
• 15:00 -16:00 – „ბზიკები სტუდიოს“ კონცერტი
• 17:00 - 18:00 - ილურიძის ბენდის კონცერტი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა დაგეგმილი აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. სამინისტროები და თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი კუთხეებით იქნებიან წარმოდგენილნი.
• გაიმართება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია;
• ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონცერტები;
• ელექტრონული მუსიკის დღე - Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin
• სპორტული ღონისძიებები - ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ქუჩის კალათბურთი;
• საბავშვო გასართობი ღონისძიებები - თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები;
• ისტორიული ექსპონატების გამოფენა;
• არტ-კაფეები.
საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები ასევე გაიმართება რეგიონებში.
• ახალციხე, რაბათის ციხე (დასაწყისი 20:00 საათზე).
• მცხეთა, ცენტრალური (დასაწყისი 20:00 საათზე).
• თელავი, ერელე II მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
• ბათუმი, ანბანის კოშკთან (დასაწყისი 20:00 საათზე).
• ოზურგეთი, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
• გორი, ქ. გორის ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 18:00 საათზე).
• რუსთავი, თავისუფლების მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
• ფოთი, რუსთაველის რკალი (დასაწყისი 20:00 საათზე).
• ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახ. ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე).
• ამბროლაური, ცენტრალური მოედანი (დასაწყისი19:00 საათზე).