ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლი მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, "გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს."
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და რეგიონების მიხედვით წარმოადგინა ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრისას არ აქვთ გათვალისწინებული:
სამეგრელო-ზემო სვანეთი:
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 1 828 600 ლარი, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების - 5 993 100 ლარის 30.5%-ია; ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებაზე 1 996 400 ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრების 7 627 300 ლარის 26.17%-ია; წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მონაცემი 25.4 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 722 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 6 754 700 ლარი); მესტიის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.4 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 809 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 6 580 900 ლარი); სენაკის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.7 %-ია (შრომის ანაზღაურება 2 012 400 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 7 260 600 ლარი); აბაშის მუნიციპალიტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 28.2 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 764 600 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 6 241 900 ლარი).
გურია
ჩოხტაურის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტოხარჯების 25.96 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 177 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები 4 534 200 ლარია).
აჭარა
შუახევის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.05 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 348 160 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები 4 205 960 ლარი). ქედის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტოხარჯების 52.35%-ია (შრომის ანაზღაურება - 2 563 700 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები - 4 618 074 ლარი)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
თვითმმართველი თემი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 34.94 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 283 300 ლარი, ბიუჯეტოთ გათვალისწინებული ხარჯები - 3 672 600 ლარი). ონის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 35.89 %-ია (შრომის ანაზღაურება 985 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები - 2 746 300 ლარი). ლენტეხის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.38 %-ია (შრომის ანაზღაურება 992 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 2 973 700 ლარი)
იმერეთი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.28 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 349 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 5 338 800 ლარი). ვანის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.77 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 619 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 5 829 000 ლარი). საჩხერის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 26.85 %-ია (შრომის ანაზღაურება - 2 133 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 7 944 600 ლარი). ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.93 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 648 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები 6 355 100 ლარი).
სამცხე-ჯავახეთი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტოხარჯების 27.05 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 991 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 7 359 000). ასპინძის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 32.02 %-ია (შრომის ანაზღაურება - 932 800 ლარი, იუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 2 913 000). ნინოწმინდაში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საიბუჯეტო ხარჯების 32.94%-ია (შრომის ანაზღაურება - 1 315 300 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 3 992 200 ლარი)
ქვემო ქართლი
წალკის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 33.61%-ია (შრომის ანაზღაურება 1 3403 00 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 3 987 300 ლარი) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტოხარჯების 26.24%-ია (შრომის ანაზღაურება 1 547 400 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 5 897 100 ლარი) . დმანისის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 29.97%-ია (შრომის ანაზღაურება 1 122 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 3 743 300 ლარი)
შიდა ქართლი
ქარელი საბიუჯეტო ხარჯების 25.44 % (შრომის ანაზღაურება 1 838 200 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 7 225 200 ლარი)
მცხეთა-მთიანეთი
ყაზბეგი საბიუჯეტო ხარჯების 28.22% (შრომის ანაზღაურება 801 700 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 2 840 000 ლარი)
კახეთი
თემი თელავი საბიუჯეტო ხარჯების 27.25% (შრომის ანაზღაურება 1 780 600 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯი 6 533 300 ლარი)
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს:
1. შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება და შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები შესაბამისობაში მოიყვანონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლით დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების და შრომის ანაზღაურების 25%-იან ზღვართან.
2. გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადაანაწილონ.