Home
Category
TV Live Menu

285.3 მლნ ლარი - კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი

5a2568a2426c1
BM.GE
04.12.17 19:23
880
კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტოს ბიუჯეტი 3,1 მლნ ლარით ნაკლები იქნება, ვიდრე 2 სამინისტროს ცალ-ცალკე.

დაგეგმილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მიმართულება შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. შედეგად ჩამოყალიბდა კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 285.3 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტროსთვის 165.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროსთვის კი 116.5 მლნ ლარი. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, კი გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი 285.3 მლნ ლარი იქნება.

ამასთან, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლების სამინისტროში გადატანილია ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვასა და შესაბამის პროგრამებზე გათვალისწინებული თანხები, რაც 4.4 მლნ ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day