Home
Category
TV Live Menu

29 ოქტომბრიდან 1 ოქტომბრამდე მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" არ იმუშავებს

59cb709d01fe5
BM.GE
27.09.17 13:29
816
29 ოქტომბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მეტროსადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" მგზავრებს ვერ მოემსახურება.

ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ "დელისამდე". გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური "დელისიდან" ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day